Tuesday, April 10, 2012

სასწავლო პროექტი





1.პროექტის სახელწოდება:თავისთავადი განმუხტვის სახეები,პლაზმა

2.პროექტის მთავარი იდეა :თავისთავადი განმუხტვის სახეების და პლაზმის შესწავლა.

3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლე შეძლებს მოიპოვოს ინფორმაცია თავისთავადი განმუხტვის და პლაზმის შესახებ ინტერნეტის და ენციკლოპედიების საშუალებით.შემდეგ გააკეთოს პრეზენტაცია PowerPoint–ისპროგრამაში  მოპოვებული მასალის საშუალებით.

4.პროექტის მიზნები:დაკვირვების,აღწერის,ინფორმაციის მოძიების,კლასიფიკაციის,მონაცემთა ანალიზის,კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ- ჩვევების განვითარება.

5.მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობას ღებულობს მე–10 კლასის მოსწავლეები.

6.ვადები/ ხანგრძლივობა: 3 კვირა


7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლე შეისწავლის ელექტრულ მოვლენებს,ელექტრულ დენს აირებში , იონიზაციას, თავისთავადი განმუხტვის სახეებს,პლაზმას.
მოსწავლეები შეძლებენ ჯგუფში მუშაობას, ერთმანეთისთვის აზრის გაზიარებას და საერთო აზრის შეჯერებას. შეძლებენ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს გამოყენებას.ინფორმაციის მოძიებას, PowerPoint–პროგრამაში პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების ამსახველ პრეზენტაციას.
  სასწავლო პროექტი ხელს  შეუწყობს მოსწავლეებში მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას; დაეხმარება მათ სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლებაში და ამ ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით.
როექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერები, ენციკლოპედია, სახელმძღვანელო, მარკერი, ქაღალდი, პროექტორი, ეკრანი.

9.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს მასწავლებელი ჰყოფს 2 ჯგუფად.

პირველ ჯგუფს დაევალება თავისთავადი განმუხტვის სახეების შესწავლა.

მიეცემათ დავალება მოიძიონ ინფორმაცია:
1) რა არის აირი.
2)რა პირობებში და როგორ ხდება ჰაერი გამტარი.
3)როგორი გამტარობა აქვს აირს.
4) რა არის ელვის-გიგანტური ნაპერწკლის წარმოქმნის მიზეზი.
5)როგორ ხდება სარეკლამო მნათი მილების განათება.
6)რა უდევს საჰუძვლად ელექტროშედუღებას.
7)რა არის ,,წმინდა ელმოს ცეცხლი".

მეორე ჯგუფი იკვლევს პლაზმას.
1)რა მდგომარეობაშია ნივთიერება აიროვანი განმუხტვისას.
2)როგორი იქნება პლაზმის იონიზაციის ხარისხი სრულად იონიზირებულ აირში
3)რა ფაქტორები განაპირობებს პლაზმის წარმოქმნას.
4)რა ნაწილაკებია პლაზმაში მუხტის გადამტანები.
5)რა არის იონისფერო.

მოსწავლეები წინასწარი გეგმის მიხედვით სამუშაო ჯგუფებში ახორციელებენ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს.მოამზადებენ პრეზენტაციას.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:
     პროექტში ინტეგრირებულია საგნები:
      ფიზიკა
       ისტ-ი
      ასწავლო პროექტი ხელს  შეუწყობს მოსწავლეებში მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას; დაეხმარება მათ სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლებაში და ამ ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით.


11.პროექტის ხელმძღვანელი:მაია თელიაშვილი


12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:teliashvili.m@gmail.com


13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://pirveli-proeqti.blogspot.com/